ხელოვნების უნივერსიტეტი მონაწილეობდა დასაქმების ფორუმში

სურათი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსას" ინიციატივით, პროექტის "პროფესიული ორიენტაცია აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეთათვის" ფარგლებში,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა განათლების ფორუმი, რომელშიც აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები (ხელვაჩაური, ქობულეთი) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  პროექტის მიზანია - დაეხმაროს მოსწავლეებს, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვლისწინებით აირჩიოს პროფესია. 

ხელოვნების უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, წარადგინა სასაწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ხარჩილავამ. მან მოსწავლებს გააცნო უნივერსიტეტის აკრედიტებული პროგრამები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031