სტუდენტთა და უნივერსიტეტის პერსონალის საყურადღებოდ!

სურათი

2019 წლის 25 თებერვალს 14:00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურის მოწვევით შედგება შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ბატონ ალექსანდრე დავითაძესთან. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ახალგაზრდული მიმართულება უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართულნი რეგიონში მიმდინარე პროცესებში, რაშიც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა შეუწყოს მათ ხელი. სწორედ ამ მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს.

            შეხვედრა იქნება გაცნობითი და საინფორმაციო ტიპის, სადაც მინისტრის მოადგილე უშუალოდ ახალაგაზრდებისგან გაიგებს სხვადასხვა სახის ღონისძიების საჭიროებას. დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.  მინისტრის მოადგილე გაგაცნობთ მის ხედვასა და გემებს, მოისმენს თქვენს საჭიროებებს და განიხილავს სამისტროს მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

გთხოვთ დაესწროთ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930