ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სურათი

2019 წლის 18 თებერვალს 13:00 საათზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების მოწვევით შედგება შეხვედრა თითების თეატრის დამფუძნებელთან, ბევრი საინტერესო პროექტის ავტორთან, საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულთან, ცნობილ რეჟიროსთან ბატონ ბესო კუპრეიშვილთან. სტუმარი ისაუბრებს საკუთარი შემოქმედების შესახებ, თეატრალური ცხოვრების ხიბლსა და სირთულეებზე, თითების თეატრის ორიგინალურ სპეციფიკასა და სხვა საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა დაგეხმარებათ თქვენი პროფესიული არჩევანის გააზრებაში, მოგცემთ სტიმულს შემოქმედებითი წინსვლისათვის, მისი პრაქტიკული გამოცდილება დიდი მოტივატორი იქნება თქვენი მომავლის სწორად დაგეგმვისათვის. მას ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აქვს საინტერესო შემოთავაზება.

გთხოვთ დაესწროთ.

გაატარეთ დრო სასიამოვნოდ წარმატებულ და მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორთან ერთად.

 

 (ბატონი ბესოს შემოქმედებითი ბიოგრაფია იხილეთ ქვემოთ. აქვეა მითითებული ლინკები მისი სპექტეკლების ნაწყვეტებიდან. გთხოვთ შეხვედრამდე გაეცნოთ ინფორმაციას, რათა შეხვედრა გაიმართოს საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში).

https://www.youtube.com/watch?v=tptYlnm_T6o

https://www.youtube.com/watch?v=GjNuzhb81EU

https://www.youtube.com/watch?v=bPoH4Ty5t1w

https://www.youtube.com/watch?v=XlSP9C66U0U

https://www.youtube.com/watch?v=o2woWhzeH8Y

https://www.youtube.com/watch?v=Kpndz9CfAsc

https://www.youtube.com/watch?v=SBgy3MkGJDU

 

FILE

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930