სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 11 დეკემბერს 12 საათზე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან  „საორსა“, რომლის მისიაა  კვალიფიციური შრომითი რესურსების შექმნის ხელშეწყობა; სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის მყარი კავშირის შექმნა, რაც ხელსშეუწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმებასა და თვით-დასაქმებაზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკის შექმნას.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტსა და „საორსას“ შორის და ჩატარდება მასტერკლასი თემებზე:
  • როგორ დავწეროთ გამართული CV;
  • როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი;
დასაქმებისათვის საჭირო  უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით შეგიძლიათ წამოაყენოთ რიგი საკითხები,  რომელთა გათვალისწინებით დაიგეგმება სამომავლო შეხვედრები და მასტერკლასები ზემოთხსენებულ ორგანიზაციასთან.
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით
ბხსუ პროექტების მართვისა და სტუდენტთა
კარიერული სამსახურის უფროსი
მირანდა ბაღდადიშვილი
ტელ (+995) 591 71 20 28

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930