7 ნოემბერი, 2018 წელი რექტორის ვიზიტი ბაქოში

სურათი
ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ი. ხალვაში 4 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მონაწილეობას ღებულობდნენ ბაქოს თეატრალურ მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში. 
ვიზიტის დროს ე. მესხია აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეთთა რექტორების შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ახალ მემორანდუმს (პირველი მემორანდუმი გაფორმდა 2012 წელს). შეხვედრაზე აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა გამოხატა მზადყოფნა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 2019 წლის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა და გახდეს კონფერენციის პარტნიორი, რაც გულისხმობს აზერბაიჯანიდან ბათუმის კონფერენციაში მონაწილეთა კოორდინაციას და შესაბამის საინფორმაციო უზრუნველყოფას, ასევე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულის სარედაქციო საბჭოში თანამშრომლობისათვის წარადგინა თავისი კანდიდატურა. მხარეები შეთანხმდნენ, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების მომზადებაზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930