გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება ა/წლის 25,26 და 27 ოქტომბერს.

სურათი

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო  მუსიკის ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება ა/წლის 25,26 და 27 ოქტომბერს.

ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ქართული და უცხოური ანსამბლები. კერძოდ, ამერ-იმერი, სამება, ილიას უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი (თბილისი), აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალთა ჯგუფი (ბათუმი), მასპინძელი (დიდი ბრიტანეთი), კიმილია (საფრანგეთი), საჩუქარი (საფრანგეთი), ტრიო ხელხვავი (ოზურგეთი), იაგუნდი (ქედა), ანდღულაძეების საოჯახო ანსამბლი (ოზურგეთი, )ჰაერი (ჩეხეთი), მათინ ფეიმენი (ირანი).

 სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, კონფერენცია გაიმართება 26 და 27 ოქტომბერს დილის 10 საათიდან  ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

ფესტივალი გაიხსნება  25 ოქტომბერს 19.00 საათზე  ბათუმის სამუსიკო თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზში.

დახურვა გაიმართება და ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოვება 27 ოქტომბერს 19.00 საათზე  ბათუმის სამუსიკო თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზში.

26 ოქტომბერს ფესტივალის მეორე დღეს დაგეგმილი ფოლკ-ტურის ფარგლებში კონცერტი გაიმართება ქედის კულტურის სახლში 15.00 საათზე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930