ავსტრიის ქალაქ გრაცის კონსერვატორიაში აკადემია ბელკანტოს ინიციატივით ტარდება ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი.

სურათი

ავსტრიის ქალაქ გრაცის კონსერვატორიაში აკადემია ბელკანტოს ინიციატივით ტარდება ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები ლელა სიხარულიძე, დავით თხელიძე და მურთაზ ბაშელეიშვილი. მათ გამგზავრებას კონკურსი მობილობის საგრანტო ხელშეწყობის კონკურსში გამარჯვების შემდეგ  მხარი დაუჭირა აწარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

 

6 სექტემბერს გაიმართა ფინალური კონცერტი. ბარიტონი დავით თხელიძე ფინალში გადავიდა. მეორე ტურში გადავიდა ლელა სიხარულიძე (სოპრანო). კონტრტენორმა მურთაზ  ბაშელეიშვილმა კონკურსგარეშე მიიღო მონაწილეობა ფინალურ კონცერტში.

ვულოცავთ ახალგაზრდა მომღერლებს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930