30 აგვისტო, 2018 წელი კონკურსი: რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის

         ინფორმაცია კონკურსის შესახებ


            კონკურსის მიზანია ვიზუალური ხელოვნების დარგში მომუშავე ქართველი და იტალიელი ხელოვანების შემოქმედების ორმხრივი წარმოჩენა, ორივე ქვეყნის თანამედროვე ხელოვანებს შორის იდეების გაცვლის ხელშეწყობა. 

  • სამოგზაურო, საცხოვრებელი და ჰონორარისთვის განკუთვნილი გრანტის სრული      ოდენობა: 2,500 ევროს ექვივალენტი ლარში.
  • გაცვლითი პროგრამის ხანგძლივობა: 1 თვე
  • გაცვლითი პროგრამის განხორციელების სავარაუდო პერიოდი: 2018 წლის ნოემბერი
  • მდებარეობა: იტალია, ქალაქი ტურინი
  • რეზიდენტის მიმღები ინსტიტუცია: გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი     (IGAV)

            გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი (IGAV) იღებს პასუხისმგებლობას სახელოვნებო გამოფენაში Artissima ქართველი რეზიტენტის მონაწილეობაზე;

            გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია თავად დაფაროს ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა;

            საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს მოკლე ანგარიში რეზიდენციის დროს განხორციელებული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://creativegeorgia.ge/cg/News/geo-it.aspx

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930