6 ივნისი 2018 წელი - გასვლითი კონცერტი ზესტაფონში

სურათი

5 ივნისს, ქ. ზესტაფონში, ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში  ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა  გასვლითი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე აკადემიური სიმღერის, ფორტეპიანოსა და საორკესტრო სპეციალობის სტუდენტები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ. კონცერტი აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის  ისახავდა მიზნად. მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესდნენ. შეხვედრის ფარგლებში მიმდინარე წელს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ზესტაფონის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების კონცერტი დაიგეგმა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930