2018 წლის 2 ივნისს 16.00 საათზე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ხოლო 4 ივნისს 20.00 საათზე ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა პროექტის „ ქართული კინოს მუსიკალურ-თეატრალიზებული ინტერპრეტაცია“ კონცერტი.

სურათი

2018 წლის 2 ივნისს 16.00 საათზე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ხოლო 4 ივნისს  20.00 საათზე ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა პროექტის  „ ქართული კინოს მუსიკალურ-თეატრალიზებული ინტერპრეტაცია“ კონცერტი.

პროექტის პროგრამაში წარმოდგენილი იყო ქართული კინო-მუსიკის შედევრები სპეციალური არანჟირებით, რომელიც პროექტის დირიჟორმა გიორგი აფრიამაშვილმა მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო ჯგუფისთვის მოამზადა.

პროექტში ჩართული იყო რეჟისორი ოთარ ქათამაძე, რომელიც ახალგაზრდა მსახიობებთან  პროექტის თეატრალურ მხარეს ამზადებდა.

პროექტის ფარგლებში პირველი კონცერტი, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ ნაწილს მოიცავდა ჩატარდა ფერიის წმ. მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონში.

 

საკონცერტო პროგრამაში გაჟღერდა მუსიკა შემდეგი კინო-ფილმებიდან:

1.“ ცისკარა“   კომპ: რევაზ ლაღიძე;

2. „ცისკრის ზარები“  კომპ:  ნუგზარ ვაწაძე

3. „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“  კომპ: ნუგზარ ვაწაძე

4.“ ფესვები“  კომპ:  ალექსანდრე რაქვიაშვილი

5.“ როცა აყვავდა ნუში“  კომპ: გია ყანჩელი

6. „შერეკილები“  კომპ:  გია ყანჩელი

7. „არასერიოზული კაცი“  კომპ:  ვახტანგ კუხიანიძე

8. „ცისფერი მთები“ კომპ:  გია ყანჩელი

9. „თოჯინები იცინიან“ კომპ: სულხან ცინცაძე

10. „ერთი ცის ქვეშ“  კომპ: რევაძ ლაღიძე

11. „გასეირნება თბილისში“  კომპ: ჯანსურ კახიძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930