კურსდამთავრებულის წარმატება

სურათი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ ფირცხალაიშვილი მიმდინარე 11- 17 მაისს მონაწილეობას ღებულობდა კონკურსში "Centre Perfeccionament Plàcido Domingo", რომელიც ჩატარდა ვალენსიაში. 122 კანდიდატიდან ეტაპობრივად მოხვდა 31 ფინალისტს შორის, სადაც წარსდგა "Palau de Les Atrs Reina Sofia"-ს სცენაზე ლეგენდარული მაესტრო - პლასიდო დომინგოს წინაშე, რომელიც ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ.

31 მონაწილიდან მხოლოდ რამდენიმე სოპრანო იქნა არჩეული ცენტრის 1 წლიანი სასწავლო კურსისათვის. სწორედ მათ შორის მოხვდა მარიამ ფირცხალაიშვილი. ფინალური ტურის წარმატებით გავლის შემდეგ 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით მიღებულია აღნიშნულ პროგრაში.

თავის facebook გვერდზე მარიამი მადლობას უხდის თავის პედაგოგებს: „უღრმესი მადლობა ჩემს ვოკალის პედაგოგებს: თამაზ ცერიაშვილსა და ალა სიმონიშვილს, რომლებსაც უამრავი შრომა და ენერგია აქვთ ჩადებული ჩემში. გამიმართლა და ბედნიერი ვარ რომ მათ შევხვდი ცხოვრებაში !!! ჩემს კონცერტმაისტერს ნინო ნიშნიანიძეს მადლობა, დაუზარელად და უანგაროდ მუდამ ჩემთან ყოფნისათვის ... „

ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან მოღწევას და კვლავ წარმატებებს ვისურვებთ!

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930