სტუდენტთა საყურადღებოდ! - ჩატარდება საჯარო ლექციები

2018 წლის 21- 22 მაისს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ორგანიზებული  შემდეგი საჯარო ლექციები გაიმართება:

21 მაისი: 12 სთ.

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის ვახტანგ დავითაიას საჯარო ლექცია - "ავტორიტარიზმის არქიტექტურული ანატომია, არქიტექტურა კონტექსტში";

2. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორის ბესარიონ ტატიშვილის საჯარო ლექცია - "ბათუმის ძველი (მიტოვებული უმოქმედო უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია  და ადაპტაცია".

22 მაისი: 11 სთ.     

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრის  გია ჭანიშვილის საჯარო ლექცია - „ბათუმი- ევროპული ქალაქი (ისტორიული განაშენიანების სტრუქტურა და არქიტექტურული სტილი)

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის გიული გეგელიას საჯარო ლექცია  - "რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია რესპუბლიკის მასშტაბით და მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა ბათუმის მაგალითზე".

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031