16 ნოემბერი, 2017 წელი - ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურის კოლეჯის პროფესორის ედიტე ნეიმანეს სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის, ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების ე. მესხიასა და ს. თავაძის შეხვედრა ლატვიის კულტრის აკადემიის კულტურის კოლეჯის პროფესორ ედიტე ნეიმანესთან.  

           განიხილეს ორი უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების პროგრამებში აკადემიური პერსონალის ჩართულობის თემა. ე. ნეიმანემ ბათუმელ კოლეგებს გააცნო კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, შეფასების სისტემა და სწავლების მეთოდები. თავის მხრივ ე. მესხიამ და ს. თავაძემ სტუმარს გააცნეს ხელოვნების უნივერსიტეტის დასახელებული საგანმანათლებლო პროგრამები.

            მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და გააგრძელონ კონტაქტები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031