2018 წლის 19 აპრილს, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბუქარესტის მუსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ერმილე მესხიას და ამავე უნივერსიტეტის რექტორის დაიანა ასინეფთა მოსის შეხვედრა გაიმართა.

სურათი

2018 წლის 19 აპრილს, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბუქარესტის მუსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ერმილე მესხიას და   ამავე უნივერსიტეტის რექტორის დაიანა ასინეფთა მოსის შეხვედრა გაიმართა.  მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს  შორის  შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაზე.

იმავე დღეს გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის ხათუნა მანაგაძის ლექცია თემაზე ,,ქართული საეკლესიო მუსიკა ქართული კულტურის ისტორიის კონტექსტში“. ლექციას ესწრებოდნენ ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ბუქარესტის მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზეში გაიმართა მუსიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტის მურთაზი ბაშელეიშვილის კონცერტი (პროფ. თამაზ ცერიაშვილის  კლასი, კონცერტმაისტერი - ნინო ნიშნიანიძე). კონცერტზე შესრულდა ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930