20 აპრილი 2018 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლო"-ში

სურათი
20 აპრილი 2018 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლო"-ში
 
19 აპრილს კონოთეატრ „აპოლო“-ში  ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, რეჟისორ ზაზა ხალვაშის  ახალი ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. მანამდე კი „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
 
"ნამე" სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და  სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და  მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოშიკი მეჩეთია.
 
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღების პროცესში  ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ ჩართულნი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930