სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო 2018 წლის 18 აპრილს დღის 2 საათზე საკონფერენციო დარბაზში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს პრეზენტაციას  პროგრამისა

 

„სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა “

 

პროგრამის  მიზანია სწავლის პარალელურად სტუდენტების დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება და სტუდენტებში შრომითი უნარების განვითარება  შემდგომი დასაქმების მიზნით.

 პროგრამა  მოკლევადიანი სწავლების გზით სტუდენტებს სთავაზობს:  

·        მეორადი პროფესიული უნარების დაუფლებას  შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის  პროფესიებში

·        უცხო ენის ცოდნის ამაღლებას პროფესიითვის საჭირო ტერმინოლოგიით

·        სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას საწარმოო პრაქტიკის  გზით.

·        სწავლის პარალელურად დასაქმების და  ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.

 

 

გთხოვთ დაესწროთ

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031