12 აპრილი 2018 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" საერთაშორისო კინოფესტივალებზე

სურათი
ამჟამად ესპანეთში საერთაშორისო კინოფესტივალი Las Palmas de Gran Canaria მიმდინარეობს, რომლის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" იღებს მონაწილეობას.
 
პარალელურად ფილმი სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზეც არის წარმოდგენილი პროგრამაში Best of Best.
 
"ნამე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა.
 
ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ სოფიას კინოფესტივალზე ზაზა ხალვაში ჟიურის წევრიც იყო (ბალკანური ფილმების პროგრამა).
 
"ნამე" სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930