2018 წლის 10 და 11 აპრილს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები.

სურათი

10 აპრილს ჩატარდა ლექცია სახელწოდებით „ევროკავშირის როლი საქართველოს კულტურის  სტრატეგია 2025-ის განვითარებაში“. ტ. უილიამსმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა და განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს და მისი სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში. მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებასა და განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ტ. უილიამსმა პირადად მიიღო მონაწილეობა „საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025“-ის შექმნაში.

11 აპრილს ჩატარდა ლექცია „რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან აჭარას“, რომლის მიზანი იყო შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა. განხილული  იქნა საკითხები: რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიები და  რა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ  მათ ქვეყნის ეკონომიკას, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას აჭარაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითრების მიმართულებით.

ტ. უილიამსს გააჩნია კულტურისა და მედიის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, წლების განმავლობაში იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930