2 აპრილი 2018 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“-ს პრემიერა ვილნიუსში

სურათი

Embassy of Georgia in Vilnius, Lithuania

«ქართულ-ლიტვური ფილმის პრემიერა კინოფესტივალზე „Kino Pavasaris“»

26 მარტს, ვილნიუსში ჩატარებულ კინო ფესტივალზე „Kino Pavasaris“ გაიმართა ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის მხატვრული ფილმის „ნამე“-ს პრემიერა. აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს პირველ ქართულ-ლიტვურ პროექტს, რომელის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო სამი ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიამ: საქართველო - BAFIS, ლიტვა - TREMORA და საფრანგეთი - ALPHA VIOLET. 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა კინემატოგრაფიის სფეროში ქართულ-ლიტვური წარმატებული თანამშრომლობის როლს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. ელჩმა ასევე დააფიქსირა, რომ ფილმის პრემიერა განხორციელდა საქართველოსა და ლიტვის დამოუკიდებლობის ასლი წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში.
ელჩმა მადლიერება გამოხატა ფილმი „ნამე“-ს შემქმნელების, ცნობილი ქართველი და ლიტველი კინოხელოვანების მიმართ, გაწეული ძალისხმევისათვის და ახალ ფილმსა და რეჟისორს წარმატებები უსურვა.
ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ ლიტვის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების, ლიტვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე კულტურის, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.

#100წლისთავი #საქართველო100 #დამოუკიდებლობა #აღვნიშნოთერთად#RestoredLithuania100 #AtkurtaiLietuvai100 #LT100 #šimtmetis #KeliuVėliavą#YearOfCentennials2018 #Georgia100 #Lithuania100 #ŠvęskimeLietuvą #Lietuva100#Šimtmečiųmetai #ŠvęskimeKartu

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930