სტუდენტთა კონფერენცია
კონფერენციის ჩატარების დრო – 2018 წლის 18 მაისი
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული.
კონფერენციის თემატიკა - კულტურა, ხელოვნება, კულტურული ტურიზმი, კულტურის მენეჯმენტი, მედია.
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
- კონფერენციის მოხსენებები მიიღება თემის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
- კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სარეგისტრაციო ანკეტა არაუგვიანეს 25 აპრილისა.
რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 10 წუთი
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი:
სოფო თავაძე, ტელ.: 593 633087
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი |