18 მარტი. 2018 წელი-ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დესისლავა ივანოვას ვიზიტი

სურათი

      ხელოვნების უნივერსიტეტს ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა და ელჩის მრჩეველი ტიხომირ ტოდოროვი ეწვივნენ. უნივერსიტეტის რექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლეს სახელოვნებო საგანმანმათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას. ე. მესხია ელჩს ესაუბრა სოფიის თეატრისა და კინოს ხელოვნების სახელმწიფო აკადემიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამაშრომლობის მემორანდუმის შესახებ და მომავალი ურთიერთობების პერსპექტივაზე. ელჩის წინადადებით მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება ბულგარეთის ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.  

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930