25 თებერვალი 2018 წელი - გასვლითი ღონისძიება ონში

სურათი

2017 წელს ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა,  გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XII ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის   საგამოფენო სივრცეში მოაწყვეს გამოფენა და  წარმოადგინეს ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული ნამუშევრები.                     

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ, ონის სამხატვრო სკოლის დირექტორის ელენე მაგრაქველიძისა და გამოფენაში მონაწილე 20 მოსწავლისათვის დასაჯილდოვებლად ონში გააგზავნა სიგელი და სერთიფიკატები.

აღნიშნული ჯილდოები მოსწავლეებს გადაეცათ  2018 წლის 24 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა  მხატვრული ფოტოების გამოფენის გახსნის დღეს.                      

იმავე დღეს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის  პროფესორ-ემერიტუსმა  ქეთევან გოგოლაძემ  ონის  სამუსიკო სკოლისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისათვის  ჩაატარა  შემეცნებითი ხასიათის ლექცია თემაზე: ,,მუსიკის გამომსახველი საშუალებებით გადმოცემული  ლიტერატურულ  გმირთა სახეები და   ხასიათები ოპერაში; იმავე გმირების ხასიათების - სახვითი ხელოვნების გამომსახველი საშუალებებით ასახვის შესაძლებლობები.” გასაანალიზებელი მასალა: ზ.ფალიაშვილის ოპერა ,,აბესალომ და ეთერი, ”ბიზეს ოპერა ,,კარმენი”.  გაიმართა  მსჯელობა მოსწავლეების  აქტიური მონაწილეობით.

ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა სერთიფიკატებით დაჯილდოვებისათვის გამოხატეს მადლიერება და შემდგომი შემოქმედებითი ურთიერთობის  სურვილი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930