02. თებერვალი, 2018 წელი ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობის დათვალიერება

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა ბერიძე გაეცნენ.

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ქალაქ ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეა განთავსებული. არსებულ შენობას დაეშენა მესამე სართული და მოეწყო მანსარდი, ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. ასევე, დაპროექტდა ერთსართულიანი, 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავი გამოყენებულია როგორც ტერასა. ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. აღნიშნულ შენობაში ასევე განთავსდება მუსიკის ფაკულტეტი, რომელიც ამჟამად სამუსიკო თერთმეწლედის შენობაშია განთავსებული.

პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, მცირე საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი, საკონფერენციო დარბაზი, სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები. შენობის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყო 2017 წლის აპრილში და მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 500 000 ლარი. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალიგატორი 1“.

შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შენობის რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოების განხორციელების ნებართვა გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე მუშაობის წესების სრული დაცვით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930