27 დეკემბერი, 2017 წელი - შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

სურათი

27 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე გაიმართა ხელოვნების უნივერიტეტის მისიისა და სტრატეგიული გეგმის წარდგენა-განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. ბერიძე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ. ვაჩეიშვილი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი თ. მეიშვილი, შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორი მ. ბაღდადიშვილი, სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი ს. თავაძე, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: სსიპ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული                  თეატრის მენეჯერი მ. გაბაიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელოვნების ცენტრის მენეჯერი ა. აბუსერიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პრეს-სპიკერი ს. ცეცხლაძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ყოფილი დირექტორი მ. ჩარკვიანი, შპს „გორდას“ ქალაქ ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო ელიტარული საშუალო სკოლის დირექტორი ნ. მურვანიძე.

ხელოვნების უნივერიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ქ. ვაჩეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ხელოვნების უნივერიტეტის მისია და სტრატეგიული გეგმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიული განვითარების გეგმასთნ დაკავშირებით წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა. პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები ხელოვნების უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის საპატიო სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით.

დასასრულ, უნივერსიტეტის ჰოლში სტუდენტებმა წარმოაგინეს  პერფომანსი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031