„აჭარული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის შემსრულებლობის საკითხები“.

სურათი

მიმდინარე წლის 5, 6 და 7 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სპეციალისტმა ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებით - ლოლიტა სურმანიძემ პორტუგალიაში, ავეიროს უნივერსიტეტში გამართულ მუსიკისა და ცეკვის კვლევის მე-4 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან უცხოელი დელეგატების წინაშე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე `Performance Issues of  Ajarian Traditional Music and Dance`/ „აჭარული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის შემსრულებლობის საკითხები“.

ფორუმი ლისაბონის, ავეიროსა და პორტოს უნივერსიტეტების ეთნომუსიკოლოგიის ინსტიტუტის - მუსიკისა და ცეკვის კვლევის ცენტრის, ასევე, ავეიროს უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და ხელოვნების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მასში 15 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის 68 მკვლევარი მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ჩატარდა სამეცნიერო სესიები, ვორქშოპები, ფილმის ჩვენებები, მასტერკლასები, კონცერტები, აგრეთვე, სტრასბურგის, ბარსელონას, კატალონიისა და ლისაბონის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საჯარო სხდომები. კონგრესის ორგანიზებასა და მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო საბჭო - ICTM-ი, რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ტრადიციულ მუსიკასთან დაკავშირებულ აქტივობებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.

ლოლიტა სურმანიძის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა ფინანსურად პროგრამის „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყო. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930