02 ნოემბერი, 2017 წელი

 2 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორ ერმილე მესხიასა და ქ. ბათუმის ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორ  მამუკა ბერძენიშვილს შორის. განიხილეს კულტურული ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობის, პროგრამის სტრუქტურის, მიზნებისა და სწავლის შედეგების საკითხები. საუბარი შეეხო, აგრეთვე სტუდენტთა პრაქტიკის, სოციოლოგიურ კვლევებში და სხვა პროექტებში სტუდენტთა ჩართულობის თემას. მ. ბერძენიშვილმა აღუთქვა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს ე. მესხიასა და ს. თავაძეს, ტურიზმის ინსტიტუტში დაწვრილებით განიხილავს პროგრამის სტრუქტურას და განხილვის შემდეგ თავის წინადადებებს წარუდგენს მათ. მხარეებმა გამოთქვე მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930