6 ნოემბერი 2017 წელი - ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

2, 3 და 4  ნოემბერს ბათუმში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ტრადიციული მუსიკის კონცერტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, სამეცნიერო კონფერენცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

2, 3 და4 ნოემბერს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სამუსიკო თერთმეწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე საქართველოს, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის ფოლკლორული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები და სოლო შემსრულებლები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ.

ფესტივალში მონაწილეობდნენ: აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“, ქედის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“, ბათუმის სალოტბარო სკოლა, სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის გუნდი, ტელშიაის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „ვედუ“ (ლიტვიდან), „პასტუშკოვე გრანიე“ (პოლონეთიდან), ანსამბლი „ო’დელა“ (ქართული ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები პოლონეთიდან), ნიკოლოზ ჯოხაძე (სოლო შემსრულებელი, გარმონი, თბილისიდან), ვასილ ჟოვანიკ (სოლო შემსრულებელი ბანდურაზე, უკრაინიდან), ნატალია სერბინა (სოლო შემსრულებელი, უკრაინიდან),  „ანჩისხატის გუნდი“;

3 და 4 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამეცნიერო კონფერენციის დელეგატებმა საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან და აშშ-დან ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს. 3 ნოემბერს 13.00 საათზე კონფერენციის პარალელურად, ამავე უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში ონის უჩა ჯაფარიძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც ტრადიციული სახვითი ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი;

ფესტივალი 4 ნოემბერს „ანჩისხატის გუნდის“ სოლო კონცერტითა და თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმის „მოძღვარი“ ჩვენებით დასრულდა. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სამუსიკო თერთმეწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში „ანჩისხატის გუნდი“ ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე განახლებული შემადგენლობითა და რეპერტუარით წარსდგა.

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: არტ-ალტერნატივა, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი;

ფესტივალი აჭარის .. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

 

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი:

ხათუნა მანაგაძე

ლოლიტა სურმანიძე

გვანცა ციცაგი

ქეთევან გოგოლაძე 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930