2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბათუმის ბულვარში მოეწყო „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“.

სურათი

2017 წლის 29 სექტემბერს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით  ბათუმის ბულვარში მოეწყო ,,ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“. სამეცნიერო პიკნიკზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში  და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რომლებმაც საზოგადოებას მიულოცეს ფესტივალის გახსნა, ისაუბრეს  ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის განვითარების  მნიშვნელობაზე.  ფესტივალზე წარმოდგენილი იყო   ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევები. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი კარვები  დაეთმო უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს.  ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა  შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორის მირანდა ბაღდადიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინა კოსტიუმირებული ჩვენება „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო ანტიკური პერიოდის 25 კოსტიუმი. სტუდენტებმა სტუმრებთან ერთად გადაიღეს სურათები, დაამყარეს კომუნიკაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რაც თავისთავად,  ხელს შეუწყობს ინფორმაციების გაცვლას და სხვადასხვა პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის პერსპექტივას.  ფესტივალმა სტარტი აიღო 24 სექტემბერს და გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031