17 ივნისი 2017 წელი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა

სურათი

17 ივნისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა სპექტაკლი  „ფერონი“, რომლის ავტორი და რეჟისორი გიორგი გიოვანია.

ოთხმოქმედებიანი  პიესის მთავარი გზავნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებებია,  რომელიც ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციის და საზოგადოების გულგრილობის  ფონზე გვაძლევს იმ სურათს რაზეც  მოგვითხრობს პიესა.

მონაწილეობდნენ:  მარინა ბურდული, ირაკლი კვერღელიძე, ნინო ჩხიკვაძე,  ბაქარ ჭეიშვილი, ზურა გორგილაძე, თათია კაკაბაძე და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან გორგილაძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930