7 ივნისი 2017 წელი - სტუდენტთა საყურადღებოდ!

სურათი

7 ივნისი 2017 წელი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

­­­კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რედისონის“ კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ.

რას მოიცავს ინტერნშიფი - სტუდენტებს, კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ კინოფესტივალის მენეჯმენტს კინოფესტივალის პერიოდში და კინოფესტივალამდე ინტერნშიფის გავლისთვის სხვადასხვა პოზიციებზე:

- კინოფესტივალის  სტუმრებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკა - კინოფესტივალის სტუმრების მიღება, განთავსება, გაცილება, კინოფესტივალის დროს სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია;

- საინფორმაციო ცენტრი (განთავსებული იქნება კინოთატრ  აპოლოში)– საჭირო ინფორმაციის მიწოდება კინოფესტივალზე, პროგრამაზე, პროგრამაში ცვლილებაზე და ა.შ.;

- ყოველდღიურ  ადმინისტრაციულ  საქმეებში  დახმარება;

- პრესასთან/მედიასთან  ურთიერთობა - გულისხმობს  PR/მედია კოორდინატორის დახმარება  შემდეგში - ყოველდღიური პრეს-რელიზების მომზადება, თარგმნა, ვებ-გვერდზე დადება, მაილინგ ლისტებზე და სოციალურ ქსელში გავრცელება, კინოფესტივალის შესახებ ყოველდღიური დაიჯესტის მომზადებაში დახმარება, კინოფესტივალზე მყოფი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ბლოგ-პოსტების მონიტორინგი, და მათი გავრცელება სოციალურ ქსელებში; მედიასთან ურთიერთობის კოორდინაციაში დახმარება -პრესკონფერენციების ორგანიზებაში/კოორდინაციაში დახმარება, ჟურნალისტების ინფორმირება და მოწვევა პრეს-კონფერენციებზე, მასტერკლასებზე და ა.შ. საჭირო შემთხვევაში - ინტერვიუების ჩაწერა; Facebook, Twitter, BIAFF ვებ-გვერდზე - მუდმივად სიახლეების გავრცელება, დაშეარება, კინოფესტივალზე გამოქვეყნებული სტატიების სოც. ქსელებში გავრცელება

რას სთავაზობს კინოფესტივალი ვოლუნტერებს - კინოფესტივალის ფარგლებში ინტერნშიფის გავლის მსურველებს ვთავაზობთ შემდეგს:

- ნებისმიერ ჩვენებაზე, მასტერკლასზე დასწრება

- გახსნა/დახურვის ცერემონიაზე დასწრება და დახურვის ბანკეტზე დასწრება, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება

- ფესტივალის კატალოგში და ვებ-გვერდზე მოხსენიება ვოლუნტერების სიაში

- მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.

- ოფიციალური სერტიფიკატი – რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა გაიარა ინტერნშიფი კინოფესტივალზე

- სარეკომენდაციო  წერილი - საჭირო შემთხვევაში (სამომვალოდ) ფესტივალი ყველა ვოლუნტერს გაუწევს მხარდაჭერას სარეკომენდაციო წერილით.

- კინოფესტივალზე ვოლუნტერის  სახით  ჩართულობა  საშუალებას  აძლევს მონაწილეებს მიიღონ საინტერესო  გამოცდილება, გახდენ  მნიშნველოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიების  მონაწილე, ურთიერთობა ქონდეთ მრავალ საინტერესო სტუმართან და ..

დაინტერესებულ მოხალისეებს  შეუძლიათ  გაიარონ რეგისტრაცია  შემდეგ ბმულზე - https://goo.gl/kKTP8A

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, ტელ: 599-482181

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031