5 ივნისი 2017 წელი - შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

სურათი

გაიმართა შეხვედრა-მასტერკლასი ცნობილ ქართველ მწერალთან გურამ დოჩანაშვილთან. შეხვედრა ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ი. შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები  მ. ქათამაძე, ს. თებიძე. მწერალმა  ისაუბრა საკუთარ შემოქმედებასა და განვლილი ცხოვრების გზაზე,  სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტთა და დამსწრეთა შეკითხვებს. დასასრულს გააკეთა სამახსოვრო ჩანაწერი უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში. 

მწერლის მოწვევა  და საჯარო ლექციის ჩატარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  2017 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930