1 ივნისი 2017 წელი სტუდენტური დასაქმების პროგრამა!

სურათი

ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.studenturidasaqmeba.ge

რეგისტრაცია იწარმოებს 25 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით. 
 პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდება. 
სტუდენტები ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებში პროფესიული კუთხით დასაქმდებიან და გაწეული შრომა ჩაეთვლებათ მერიაში გავლილ სტაჟირების კურსად. შესაბამისად, გადაეცემათ დამადასტურებელი დოკუმენტი. სტუდენტების მიერ გაწეული შრომა ანაზღაურდება 400 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. 
 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ.
რეგისტრაციისთვის სტუდენტმა pdf ფორმატში უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 
• პირადობის მოწმობის ასლი; 
• რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული 2017 წლის მდგომარეობით;
• ცნობა სასწავლებლიდან სპეციალობის, ფაკულტეტის, კურსის, სტუდენტის სტატუსის და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების (საშუალო შეწონილი ქულა) შესახებ.
სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია რომელიმე სტატუსის შესახებ - (სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი ან მეტი შვილი); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილის, დაღუპულის ან დაკარგულად აღიარებულის შვილი; სტუდენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახისა და ხასიათის მოხალისეობრივ საქმიანობაში; მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე (საშუალო შეწონილი ქულა 81 და ზევით) სტუდენტები; უდედმამო სტუდენტები. 
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსის მქონე სტუდენტს მიენიჭება პრიორიტეტი. დარეგისტრირებული სტუდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია განიხილება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ რეგისტრაციის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

http://batumi.ge/ge/?page=shownews&id=3662#.WSbACyDm6kc.facebook

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930