კურსდამთავრებულის წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე

სურათი

10 მაისი 2017 წელი

27-28 აპრილს რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მუსიკოლოგთა და ეთნომუსიკოლოგთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში 4 კონტინენტის 30-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობდა. კონფრენციაზე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მოხსენება „Ajaran Traditional Music in the Surrounding of Georgia’s Other Regions and Neighbouring Countries“ გააკეთა ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ეთნომუსიკოლოგმა ლოლიტა სურმანიძემ.  პრეზენტაციამ აჭარის ტრადიციული მუსიკის შესახებ მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ჯორჯიო ადამომ აღნიშნა, რომ აჭარა მდიდარი მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული კუთხეა და მის შესახებ მოხსენებას მომავალ კონფერენციაზეც სიამოვნებით გაეცნობოდნენ.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის ფინანსური მხარდაჭერა ქალაქ ბათუმის მერიის „პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში განხორციელდა.  

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031