ავთანდილ მახარაძე სტუმრად უნივერსიტეტში

სურათი

10 მაისი 2017 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ავთანდილ მახარაძე.

ავთანდილ მახარაძე ბათუმში დაიბადა 1943 წ. 16 ივლისს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური  ინსტიტუტის  სამსახიობო  ფაკულტეტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო).მაყურებელი მას  იცნობს თენგიზ აბულაძის ფილმიდან „მონანიება“, სადაც ერთდროულად შეასრულა ვარლამ არავიძისა და აბელ არავიძის როლები და სპექტაკლიდან „ჯაყოს ხიზნები“, სადაც ჯაყო ითამაშა. 1966 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში. არაერთი საინტერესო სახე შექმნა კინოში, სადაც ის პარტნიორობას უწევდა ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიცაა იზაბელ იუპერი, დენიელ კრეიგი.

(მიღებული პრიზები და ჯილდოები: ჩიკაგოს (აშშ) საერთაშორისოფესტივალი, მამაკაცისროლისსაუკეთესოშესრულებისათვისფილმში „მონანიება“; რუსეთისკონოაკადემიისპრემია „ნიკა“ მამაკაცისროლისსაუკეთესოშესრულებისათვისფილმში „მონანიება“;პირველისაერთაშორისოევროპულიკინოფესტივალი „ახალიკინო  XI საუკუნე“პრიზიმამაკაცისროლისსაუკეთესოშესრულებისათვისფილმში „ნაციონალურიბომბი“; თბილისისსაერთშორისოკინოფესტივალი „ოქროსსაწმისი“ პრიზიმამაკაცისროლისსაუკეთესოშესრულებისათვისფილმში „Вне“.)

2013 წელს ავთნდილ მახარაძეს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება.

სტუდენთებთან და პროფესორ მასწავლებლებთნ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეთ საშულება ჰქონდათ ენახათ ნაწყვეტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. მსახიობმა გაიხსენა „მონანიების“ გაადაღების პროცესი, თუ სად და როგორ იღებდნენ ეპიზოდებს ბათუმში. ისაუბრა მის შემოქმედებაზე, გაიხსენა ბათუმში ცხოვრების პერიოდი.

შეხვედრის დასასრულს გააკეთა სამახსოვრო ჩანაწერი უნივერსიტეტის სტუმართათვის განკუთვნილ წიგნში. 

 
 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930