პროფესორ ნ. ვარშანიძის სახელმძღვანელოს წარდგენა

სურათი

7 მაისი 2017 წელი

       ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის ნოდარ ვარშანიძის სახელმძღვანელოს „ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია“ წარდგენა, რომელსაც უძღვებოდა ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა მანაგაძე. იქვე წარმოდგენილი იყო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტის ხათუნა ჯალამაძის ნახატების გამოფენა. მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობდნენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ანსამბლი „ბათუმი“. წარდგენას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930