ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებულის ვიზიტი

სურათი

28 აპრილი 2017 წელი

2017 წლის 27 აპრილს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ესტუმრნენ  ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებული საქართველოში ვიქტორ მურსია გარსონი და მწერალი დათო ტურაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრის “IBERIA” მადრიდის ოფისის ფილიალი და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.  ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე,  ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მოწვეული სტუმრები. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა. დასასრულს გაიმართა კონცერტი სტუდენტთა მონაწილეობით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930