განათლების პროგრამების პრეზენტაცია

სურათი

9 აპრილი 2017 წელი

გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლებისა“ და „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამების პრეზენტაცია. შეხვედრაზე სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებელს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, კონფერენციის, საზაფხულო სკოლისა და საჯარო ლექციების მოწყობის, უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნისა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების შესახებ. 

საზღვარგარეთ სწავლის კონკურსის ფარგლებში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, ხოლო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში - 28 აპრილი.
დაწვრილებითი ინფორმაცია  იხილეთ: http://adjara.gov.ge/branches/default.aspx?pid=10&gid=6

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930