გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

20 მარტი 2017 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული სასცენო ქორეოგრაფია-ტრადიცია, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

კონფერენციის მიზანს ქართული ქორეოგრაფიული კულტურის წარსულისა და მისი სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერები, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგები, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ქართველ მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა შემოქმედების ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

პროექტის ფარგლებში აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში მასტერკლასები მოეწყო.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930