ირინა ხერჟი - 75

სურათი

17 მარტი 2017 წელი

ირინა ხერჟი - 75 ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა–თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მუსიკის ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსის ირინა ხერჟის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო-კონცერტი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის ირინა ხერჟს მადლობის სიგელი და საჩუქარი გადასცა, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მილოცვა და ყვავილები. ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის საპატიო სიგელი გადასცა და იუბილე მიულოცა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ. იუბილარს მიესალმნენ კოლეგები და თბილისიდან ჩამოსული სტუმრები. ქალბატონ ირინას იუბილე მიულოცეს მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, მოსწავლეებმა. აღინიშნა, რომ მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ: გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში. საღამოს უძღვებოდა სამუსიკო სკოლის დირექტორი, მუსიკოსი ნატო ორაგველიძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930