მიიღეთ მონაწილეობა მასტერკლასში

12 დეკემბერი 2016 წელი

14 - 15 დეკემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმი მსურველებს იწვევს მასტერკლასზე. მასტერკლასის თემაა „ჩვენ ყველანი ოდესღც ბავშვები ვიყავით“.  დასაწყისი 16-00 საათი. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
 
პროგრამა:
 
პირველი ნაწილი
დამსწრე მონაწილეთა სიის ამოკითხვა; შესავალი საუბარი; ინტერაქტიური თამაშის პირობები; სახატავი მასალის დარიგება; მოცემულობა (თემა) - უსაგნო კომპოზიცია 3 ფერში; იგივე მოცემულობის გრაფიკული ვერსია; გვარ-სახელების აღნიშვნა ფორმატის უკანა მხარეს; ბლიც-გამოფენის ორგანიზება; ჟიურის მოწვევა; გამარჯვებულის გამოვლინება
 
მეორე ნაწილი
2 გუნდის დაკომპლექტება თითო ლიდერის არჩევით; რეპროდუქციის ჩვენება; ქაოსურად დაფანტული ფრაგმენტების კომპონირება; მეხსიერების კოეფიციენტის  გამოთვლა /სიტყვების დამახსოვრება წერილობით/; „სიტყვობანა“ დასახელებულ ასობგერაზე; ხელოვნების ტერმინების დასახელება /სულ 3-ჯერ/ წამზე  მეტ ხანს შეჩერებული  თამაშიდან ვარდება.
ქულების რაოდენობა იწერება მარკერით მოზრდილ ფორმატზე ყველასათვის თვალსაჩინოდ. ლექსიკონიდან შერჩეული 3 სიტყვის ლოგიკური გამოყენება მცირე ფორმატის ესსეში. დასაშვებია იუმორი, აბსურდი, გროტესკი. დაუშვებელია ხმაური, აყალ-მაყალი და სხვა ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიღებული მოქმედებები.
პროცესის ფოტოგრაფირება ორივე დაწესებულების საიტზე დასადებად.
მსურველებს შეუძლია მიმართონ 13 დეკემბრის 16-00 საათამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ოთახი 42.   

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031