მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია

სურათი

17 ნოემბერი 2015 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 16 და 17 ნოემბერს ჩატარდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნოების დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექციები. მ. ჩიხრაძის კვლევის მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ქართული და ამერიკული ხელოვნების აქტუალური პრობლემები. იგი ეწევა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, თანამშრომლობს მსოფლიოს მოწინავე სახელოვნებათმცოდნეო კვლევით ცენტრებთან (კოლუმბიის უნივერსიტეტი). მ. ჩიხრაძის საჯარო ლექციების თემატიკა მოიცავს თბილისური ავანგარდის, 1930-50-იანი წლების ქართული და ამერიკული ხელოვნების ურთიერთმიმართების, თანამედროვე ამერიკული არქიტექტურის საკითხებს.17 ნოემბრის საჯარო ლექციის თემა ოყო: თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა (ჩიკაგოსა და ნიუ იორკის არქიტექტურის მაგალითზე) რკინის ფარდის ორ მხარეს - ამერიკული ექსპრესიონიზმი და ქართული ხელოვნება 1930-1950 - იან წლებში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031