დასრულდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

5 ნოემბერი 2015 წელი

4 ნოემბერს დასრულდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამაში იყო სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
ფესტივალში 100-ზე მეტი ქართველი თუ უცხოელი შემსრულებელი და მეცნიერი მონაწილეობდა: საუცეასი (ლატვია), ქორალი (უკრაინა), საჩუქარი (საფრანგეთი), დუკაჩი (მოსკოვი), აკნუქ (სომხეთი), აგრეთვე, თბილისიდან მოწვეული - დიდგორი, ადილეი, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლი, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,შემოქმედი“ (ოზურგეთი) და აჭარის რეგიონში მოქმედი ტრადიციული მუსიკის ანსამბლები: ფერიცვალება (ბათუმი), აჭარის სახელმწიფო ანსამბლი (ბათუმი), წმ. თამარის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ელესა (ქედა), იაგუნდი (ქედა), შუახევი, ჭვანა (შუახევი).
ფესტივალის საუბიულეო თარიღთან (დაარსებიდან 10 წელი) დაკავშირებით გამოიცა ბუკლეტი, სადაც განთავსებულია 2005-2015 წლებში მონაწილე ანსამბლების ფოტოები, ასახულია სამეცნიერო კონფერენციების მიმდინარეობა. აგრეთვე, დაიბეჭდა სამეცნიერო ნაშრომების კრებული თემაზე: ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის შემსრულებლობის პრობლემები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031