სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია

სურათი

18 თებერვალი 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები წარუდგინეს. კულტურის სფეროს მიმართულებით გამოცხადებულია სამი კონკურსი:კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის, თავისუფალი პროექტების, ახალი ინიციატივების მხარდაჭერის და ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსი. საბუთების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება. ასევე, შეხვედრაზე გაიმართა განათლების მიმართულებით „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031