ხელოვანთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება

სურათი

19 დეკემბერი 2014 წელი

თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიების „ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის„ ფარგლებში ხელოვანთა კლუბმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. წარმოადგენილი იქნა ყველა ის ნამუშევარი, რაც ხელოვანთა კლუბის წევრებმა წლის განმავლობაში შექმნეს. დასკვნით საღამოზე მონაწილეობა მიიღო ჩაქვის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მაყურებლების წინაშე. საღამოს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელოვანთა კლუბის წევრებმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031