სამინისტროს ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

6 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში პროგრამის „კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. 

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან იგეგმება პროგრამის „კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება. პროგრამა ხორციელდება 2014 წელს სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. პროგრამის მიზანია კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რეგიონში კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით აჭარის რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მაგისტრატურაში სასწავლებლად ყოველწლიურად გაემგზავრება ორი სტუდენტი. 

აღნიშნულიპროგრამა მოიცავს ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში (კინგს კოლეჯ ლონდონი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, ედინბურგის ქვინ მარგარეტის უნივერსიტეტი, მანჩესტერის უნივერსიტეტი) არსებულ სამაგისტრო კურსებს ხელოვნებისა და კულტურის შემდეგი მიმართულებებით: კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრია,ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტი,ხელოვნება და პოლიტიკა, ხელოვნებისა და კულტურის პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა, ურთიერთობები და დიპლომატია, კულტურა და კრეატიული მეწარმეობა, კულტურის პოლიტიკა და ტურიზმი, მუზეუმთმცოდნეობა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა იყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031