ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციები

სურათი

6 დეკემბერი 2014 წელი

 2014 წლის 4 და 5 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხელოვნების სასწავლო უნივესიტეტში გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ ვიკერსის საჯარო ლექციები:

• ვერცხლიდან კერამიკამდე: ოქრომჭედელთა გავლენა მეთუნეობაზე ძველ ათენში;
• რომაული მურინის ჭურჭელი: „დედამიწაზე არსებულ მასალათა შორის უძვირფასესი“;
• კარიატიდები ათენის ერეხთეიონზე: ქრონოლოგიის და სიმბოლიკის საკითხისათვის;
• ლეპსის მაგნა: ქვიშაში აგებული რომაული ქალაქი;
• მოხეტიალე ქვები, მეორადი გამოყენება ანტიკურობაში.

პროფესორ მაიკლ ვიკერსის კვლევის სფერო მოიცავს ბერძნულ - რომაული და ბიზანტიური სამყაროს არქეოლოგიას, ისტორიასა და ლიტერატურას. იგი წლების მანძილზე აშმოლის მუზეუმის (ოქსფორდი) ბერძნულ - რომაული სიძველეების კურატორი იყო. ამასთანავე კითხულობდა ლექციების კურსს დუბლინის, ბენგაზის, ოსტინის, ბულდერის და პრინსტონის უნივერსიტეტებში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031