საჯარო ლექცია

სურათი

26 ნოემბერი 2014 წელი

24-25-ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ექსპერტ-არქიტექტორის, თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორის მაია მანიას საჯარო ლექციები თემაზე: თბილისის არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობა; მოდერნის სტილი XX საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურაში. პროექტი განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. მაია მანიამ უნივერიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და საზოგადოების ფართო წრის წარმომადგენლებს გააცნო ძველი თბილისის ურბანული ღირებულებების ამსახველი უნიკალური მასალები და უახლესი კვლევები. მაია მანიას სამენიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს თბილისისა და სხვა ქართული ქალაქების არქიტექტურის ისტორია, ქალაქის ურბანული განვითარების, რესტავრაციის პრობლემები. იგი ოცდახუთამდე სტატიისა და მონოგრაფიების (ევროპელი არქიტექტორები თბილისში, 2006; თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, ისტორია და არქიტექტურა, 2010) ავტორია.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031