შექსპირის იუბილე

სურათი

21 ნოემბერი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ფონდი „კავკასიას“ ერთობლივი პროექტით ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის დაბადების 450 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექციების ციკლი დაიწყო, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ხეთაგური ატარებს.

უილიამ შექსპირის დაბადების 450 წლისთავისადმი მიძღვნილი 
პროექტის ფარგლებში ჩატარდება

1. ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ლევან ხეთაგურის საჯარო ლექციები:
21 ნოემბერი, 14 საათი -   „შექსპირის შემოქმედება და ცხოვრება“
24 ნოემბერი, 14 საათი -   „შექსპირი და თანამედროვე თეატრი“
19 დეკემბერი, 14 საათი - „შექსპირი მუსიკასა და ცეკვაში“
22 დეკემბერი, 14 საათი - „შექსპირი კინოში“.

2. გათვალისწინებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების დასწრება სპექტაკლზე  ფოთის სახელმწიფო თეატრში (დეკემბერი).


საჯარო ლექციებს დაესწრებიან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ბათუმის სასულიერო სემინარიის, გიმნაზიისა და საჯარო სკოლების უფროსკლასელები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031