ხელოვნების უნივერსიტეტი კულტურათა დიალოგის ფესტივალზე

სურათი

24 ოქტომბერი 2014 წელი

სარფში ,,კულტურათა დიალოგის ფესტივალი ლაზური გასტრონომიის პრეზენტაცია“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა ლაზური ფოლკლორი და კერძები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ,,კულტურული ცხოვრების გააქტიურება სოფლად“ შეიქმნა და დაფინანსდა პროექტი ,,კულტურათა დიალოგის ფესტივალი“, რომელიც განახორციელა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა. კულტურათა დიალოგის ფესტივალის თემად შეირჩა ,,ლაზური გასტრონომია“. პროექტი მიზნად ისახავდა მივიწყებული ლაზური კერძების დამზადებას, ვიდეოფიქსაციასა და გადაღებული მასალის პოპულარიზაციას. დაიბეჭდა 2015 წლის კალენდარი ლაზური კერძების რეცეპტებით. ხელოვნების უნივერსიტეტის ტელერეჟისორის სპეციალობის სტუდენტებმა ვიდეოფირზე გადაიღეს ფესტივალის მომზადების მიმდინარეობა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031