დამწყები ფოტოგრაფების გამოფენა

სურათი

20 ოქტომბერი 2014 წელი

„ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დღეს ერთდღიანი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები, სულ 70-მდე ნამუშევარი, ხელოვნების უნივერსიტეტში გამოიფინა. მათ შორის მოხვდა „მაცნეს“ ჟურნალისტის სულხან მესხიძის სამი ფოტონამუშევარიც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ 10 ათასი ლარით დაფინანსებული პროექტი წლის ბოლომდე ჯამში 8 აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, პროგრამა ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალებას აძლევს საკუთარი შემოქმედება ფართო მასებს გააცნონ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031